ირაკლი ალასანია გიორგი არველაძეს და მიხეილ სააკაშვილს სატელევიზო დებატებში იწვევს

“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და ტელეკომპანია ”იმედის”  გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს ღია სატელევიზო დებატებში იწვევს. ირაკლი ალასანიას განცხადებით ტელეკომპანია”იმედმა” მისი კომპრომეტირების მიზნით  უკვე რამდენიმე სიუჟეტი აჩვენა.  ალასანია აცხადებს  რომ მზად არის ”იმედის”  პირდაპირ ეთერში ტელეკომპანიის  ხელმძვანელის და ასევე პრეზიდენტ სააკაშვილის თანდასწრებით გასცეს  პასუხი  ყველა ბრალდებას.  ”იმედში” გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  რატომ სურს ” თავისუფალი დემოკრატების’ ლიდერს სატელევიზიო  დებატებში პრეზიდენტის მონაწილეობაც?  ”ტაბულას” ’თავისუფალი  დემოკრატების” პრეს-სამსახურში განუმარტეს, რომ სურვილი  გამომდინარეობს ტელეკომპანია”იმედზე” ხელისუფლების კონტროლის ხარისხიდან.

”იმედის” ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად ირაკლი ალასანიას ბიზნესმენი  ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს  და   მასთან ბოლო პერიოდში ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს ლონდონში ჰქონდა შეხვედრა.  

კომენტარები