პოპის დედოფლად აღიარებული მადონა ახალ ალბომზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ მომღერალმა ვენეციის 68-ე კინოფესტივალზე გააკეთა.
53 წლის მადონამ შვედური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან უკვე დაიწყო მუშაობა ხმისჩამწერ სტუდიაში და ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ აქტიურად შეუდგება ალბომზე მუშაობას.
ალბომის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, მისი გამოსვლა 2012 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.
მადონას ბოლო CD 2008 წელს გამოიცა, ალბომი სახელწოდებით “Hard Candy” მსოფლიო მასშტაბით 3,8 მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა.
მომღერალი ამჟამად ვენეციაში იმყოფება, სადაც საკუთარი ფილმით „W.E“ არასაკონკურსო პროგრამის ფარგლებში წარდგა საზოგადოების წინაშე.