სექტემბერს ბრიტანელი მომღერლის ფრედი მერკურის დაბადების დღეა. როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტს 65 წელი შესრულდებოდა საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად Google-მა მერკურის ხსოვნას ვიდეო მიუძღვნა, ის Google-ს მთავარ გვერდზე 24 საათის მანძილზე იქნება განთავსებული და საიტის ნებისმიერ სტუმარს ექნება მისი ხილვის საშუალება. ვიდეო Queen-ის ერთ-ერთ ცნობილ სიმღერაზე, “Don’t Stop Me Now”-ზე არის აგებული. ანიმაციაში ფრედი მერკურის სასცენო კოსტუმებია გამოყენებული.
ფაროჰ ბულსარა, იგივე ფრედი მერკური 1946 წელის 5 სექტემბერს ტანზანიაში, ბანზაბარის კუნძულზე დაიბადა, 17 წლის მერკური ოჯახთან ერთად 1964 წლის ზანზიბარის რევოლუციის გამო, ინგლისში, ფელტემში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ეალინგის ხელოვნების კოლეჯში ხელოვნების და გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა.
მუსიკალური კარიერა 1970 წელს დაიწყო, Queen-ის შემადგენლობაში ფრედი მერკურიმ 13 ალბომი ჩაწერა, 17 ყველაზე სახელგანთქმული ჰიტიდან, მერკურის ეკუთვნის 10: „Bohemian Rhapsody”, “Seven Seas oh Rhye”, “Killer Queen”, “Play the Game”, “Good Old-Fashioned Lover Boy”, “We are the Champions”, “Somebody to Love”, “Bicycle Race”, “Crazy Little Thing Called Love” და „Don’t Stop Me Now”.
1987 წელს გავრცელდა ხმები, მუსიკოსის შიდსით დაავადების შესახებ, მერკური ჭორებს კატეგორიულად უარყოფდა. მან მხოლოდ სიკვდილამდე 1 დღით ადრე განაცხადა, რომ დაავადებული იყო.
1991 წლის 24 ნოემბერს ფრედი მერკური კენსინგტონში, საკუთარ სახლში, 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.