საქართველო საგანგაშოდ არ მიიჩნევს აფხაზეთში ე. წ არჩევნებზე მთიანი ყარაბაღის დელეგაციის ჩასვლას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო არ განიხილავს ოფიციალური ერევნის პოზიციად  აფხაზეთში  ჩატარებულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მთიანი ყარბაღის დელეგაციის მონაწილეობას. ამის შესახებ  5 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა. ” საქართველოს საგარეო უწყება  ინტერესდება ყველა საკითხით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე არალეგიტიმურ პროცესებს უკავშირდება. ჩვენთვის ნათელია , რომ  სომხეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს , არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის დამოუკიდებლობას და მით  უმეტეს არ აღიარებს იქ რაიმე სახის არჩევნებს. ამიტომ განგაშის საფუძველი არ გვაქვს”- აღნიშნა ნინო კალანდაძემ.  

კომენტარები