მსახიობი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა

79 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი ზინაიდა კვერენჩხილაძე გარდაიცვალა.  მიზეზი რამდენიმე დღის წინ გადატანილი ინსულტი გახდა.

 ზინაიდა კვერენჩხილაძე 1932 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1951 წელს თბილისის ქალთა 35-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1956 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.

 მას არაერთ თეატრალურ დადგმაში აქვს მთავარი როლი შესრულებული - კლეოპატრას როლი სპექტაკლში ”ანტონიოსი და კლეოპატრა”, მედეა ამავე სახელწოდების დადგმაში, ემილი დიკინსონი ”ამჰერსტის მშვენება” და სხვა.

კომენტარები