გიბსონის და გრიგორევას სასამართლო პროცესი დასრულდა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/gbsnz.png##fbimage#
 მელ გიბსონი ყოფილ მეგობარ ქალს 750 000 დოლარს გადაუხდის. დავა მელ  გიბსონის მცირეწლოვანი ქალიშვილის მეურვეობაზე დიდხანს გრძელდებოდა და საბოლოოდ დასრულდა.   

სასამართლოს გადაწყვეტილებით გიბსონი გააგრძელებს ოქსანა გრიგორევასთვის და მისი ქალიშვილი ლუსიასთვის საცხოვრებელი სახლის გადასახადების გადახდას, რომელიც რამდენიმე მილიონად არის შეფასებული. გრიგორევას და გიბსონის შვილს ოქტომბერში 2 წელი უსრულდება, მას შემდეგ რაც ლუსია 18 წლის გახდება, სახლი გაიყიდება, ხოლო მოგება გოგონას დარჩება. სასამართლოს გადაწყვეტილებით ლუსია მიიღებს იმავე რაოდენობის ქონებას, რასაც გიბსონის სხვა ქორწინებებიდან შეძენილი შვიდი შვილი. მოსამართლემ აგრეთვე აღნიშნა, რომ არც გიბსონს და არც გრიგორევას აქვს უფლება, ილაპარაკონ ან სადმე დაწერონ მათი ურთიერთობის შესახებ.

ჯორჯ ქლუნიმ განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს პოლიტიკა, თუ ის არ ეხება დიდ ეკრანს. მსახიობი ვენეციაში იმყოფება, ახალი პროექტით “The Ideas of March”, რომელიც პოლიტიკის ბინძურ მხარეებს ეხება. ჟურნალისტებთან საუბრისას მსახიობმა საკუთარი სიმპათია გამოხატა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიმართ და დასძინა, რომ მისი სამსახურის ნამდვილად არ შურს. ქლუნი ახალი ფილმის რეჟისორია და თავადვე მონაწილეობს მასში. “The Ideas of March”-ის პრემიერა 31 აგვისტოს გაიმართა.

მსახიობმა რობერტ დაუნი უმცროსმა და მისმა მეუღლე სუზენმა განაცხადეს, რომ პირველ შვილს ელოდებიან. 46 წლის „რკინის კაცი“ და მისი მეუღლე ერთმანეთს „Gothika”-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ 2003 წელს. მათი ქორწილი 2005-ში ნიუ იორკში გაიმართა. დაუნი უმცროსს პირველი ქორწინებიდან ერთი შვილი ჰყავს. ოჯახის ახალი წევრი ქვეყანას 2012 წელს მოევლინება.

T.I თავისუფალია, გრემის მფლობელი რეპერი ციხიდან ვადაზე ერთი თვით ადრე გაათავისუფლეს. მან ციხეში 11 თვე გაატარა.
T.I-ის უკვე აქვს გეგმები, თუ როგორ მოექცეს კვლავ საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ტელეკომპანია VH1 გადაიღებს ფილმს, რომელიც T.I-ის ციხიდან სახლში დაბრუნებას ასახავს. შოუს საზოგადოება დეკემბერში იხილავს. რეპერმა მუშაობა დაასრულა წიგნზე, რომელიც ოქტომბერში გამოიცემა. 

კომენტარები