გავრცელებული ჭორების მიუხედავად, Vanity Fair-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ანჯელინა ჯოლიმ განაცხადა, რომ არ არსებობს მისი და ბრედ პიტის არავითარი „საიდუმლო ქორწილი“. ინტერვიუ, რომელიც 1 სექტემბრის გამოცემის მთავარი თემაა, მსახიობმა ასევე დაამატა, რომ კარიერული თვალსაზრისით თავი არასდროს უგრძვნია ასეთი დაუცველი, ამის მიზეზი კი ფილმი „In the Land of Blood and Honey” არის. რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორი თავად ანჯელინა ჯოლია. ფილმი 2011 წელს გამოვა ეკრანებზე.
მომღერალი ჯანეტ ჯექსონი არ დაესწრება მისი ძმის, მაიკლ ჯექსონის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს, მიზეზი მაიკლ ჯექსონის ექიმის სასამართლო პროცესია, სწორედ მას ედება ბრალი მომღერლის სიკვდილში.
სასამართლო პროცესი კონცერტის დღეს არის დანიშნული, შოუ სახელწოდებით „მაიკლი სამუდამოდ“ უელსში, 8 ოქტომბერს გაიმართება.
რეჟისორი და მსახიობი ჯორჯ ქლუნი ეწვია ვენეციას, სამშაბათს 30 აგვისტოს, ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნამდე ერთი დღით ადრე.
ოსკაროსანი მსახიობი, ფილიპ სეიმურ ჰოფმანი და ამავე ჯილდოზე ნომინირებული მსახიობი პოლ ჯიამატი შეინიშნებოდნენ ერთი დღით ადრე ჩასულ სტუმრებს შორის. ეს ორი მსახიობი ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის 68-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ფილმით „The ideas of March” წარდგება.