ჩინელი გენერალი ჯაშუშებზე საუბრობს

ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩინეთის არმიის გენერალ-მაიორი ჯინ ინანი ჩინელ ჯაშუშებზე საუბრობს. ჯერჯერობით ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებს ვიდეოზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

გენერალ-მაიორი ჯინი ჩინეთის თავდაცვის ნაციონალურ უნივერსიტეტში ლექციისას არის გადაღებული. მსმენელები ძირითადად სტუდენტები არიან. გენერალი ჩინეთში ჯაშუშობის ბოლოდროინდელ საქმეებზე საუბრობს. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის ელჩმა სამხრეთ კორეაში, კორეელებს გარკვეული საიდუმლო მასალები  გადასცა. როგორც ჯინმა განაცხადა, ელჩი დააკავეს, თუმცა ბრალად ეკონომიკური დანაშაულები წაუყენეს. მთავრობა მოერიდა საქმის გახმაურებას.

გენერალ მაიორმა მეორე მაგალითიც მოიყვანა, რომელიც ჩინეთის მთავრობის მაღალჩინოსანს ეხებოდა. ჯინმა განაცხადა, რომ მამამისიც ჯაშუში იყო, თუმცა ის კომუნისტების სასარგებლოდ მუშაობდა. ახლანდელი ჩინელი ჯაშუშები კი მათ წინააღმდეგ მოქმედებენ. 

კომენტარები