ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი 2002 წლის შემდეგ პირველად ჩავიდა რუსეთში. მისი მატარებელი ქალაქ ხასანში გაჩერდა, სადაც ლიდერი რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედევედევს შეხვდება. სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ირი შეიძლება რუსეთის პრემიერ მინისტრს ვლადიმირ პუტინსაც შეხვდეს.
შეხვედრაზე საუბარი იქნება ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ამასთან ერთად, სავარაუდოდ ორი ლიდერი გაზპრომის მილსადენით ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიის გავლით სამხრეთ კორეისთვის გაზის მიწოდების შესახებაც ისაუბრებენ. გაზპრომის წარმომადგენლები გასულ თვეში უკვე ეწვივნენ ჩრდილოეთ კორეას.
სამხრეთ კორეელი ექსპერტების აზრით, გაზის მილის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე გავლა საშუალებას მისცემს ჩრდილოეთ კორეას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი შეიძინოს სამხრეთ კორეასთან მოლაპარაკებაში.
ჩრდილოეთ კორეა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში და მოსახლეობის დიდ ნაწილს შიმშილი ემუქრება. პარასკევს კრემლმა გადაწყვიტა ფხენიანს 50,000 ტონა ხორბალი მიაწოდოს.