ბექა გოჩიაშვილი ჯაზ-პიანისტთა კონკურსის ნახევარფინალშია

15 წლის ქართველი ჯაზ-პიანისტი ბექა გოჩიაშვილი ”თელონიუს მონკის საერთაშორისო ჯაზ-პიანისტთა კონკურსის” ნახევარფინალში მოხვდა. 3000 აპლიკაციიდან, რომელიც ინსტიტუტს მთელი მსოფლიოდან გაუგზავნეს, მხოლოდ 12 შეარჩიეს ნახევარფინალისთვის. მსგავსი აღიარებისთვის ამ ასაკში სხვას არავის მიუღწევია. ნახევარფინალი 11 სექტემბერს გაიმართება, ხოლო ფინალი, მეორე დღეს - კენედი ცენტრში, ვაშინგტონში. პრიზი პირველი ადგილისთვის 25,000 დოლარია, რომლის ნახევარიც მუსიკალური განათლების ამაღლებას ან გამარჯვებულის კარიერულ წინსვლას მოხმარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 30 წლამდე შემსრულებლებს. ჯულიარდის საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორის, ნონა შენგელაიას თქმით, კონკურსი ყველაზე პრესტიჟულია ჯაზის სფეროში.

ბექა გოჩიაშვილი 2 წელია ჯულიარდის სკოლაში სწავლობს, აქაც, გამონაკლისის სახით. ჯაზის დეპარტამენტში მისი ასაკის არავინ არის.

კომენტარები