აშშ-ის უნივერსიტეტებში ჩინელ სტუდენტთა რაოდენობა სწრაფად იზრდება

გასულ წელს ჩინელი სტუდენტების რაოდენობა აშშ-ში 21%-ით გაიზარდა, მომავალი სასწავლო წლისათვის კი 23%-იან ზრდას ელიან. უმაღლესი სკოლების საბჭოს (council of graduate schools) მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიხედვით ეს უკვე მეექვსე წელია რაც ჩინელი სტუდენტების რაოდენობა ორნიშნა პროცენტით იზრდება. 2009-2010 წლებში ჩინელი სტუდენტების რაოდენობა თითქმის 20%-ით გაიზარდა.  ჩინელ სტუდენტებს შორის განსაკუთრებით პოპულალური ბიზნეს სკოლებია. ბიზნეს სკოლებში ჩინელი სტუდენტების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა.

ჩინეთთან ერთად განსაკუთრებით დიდი რაოდენობის სტუდენტები საუდის არაბეთიდან ჩადიან. სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის შექმნის შემდეგ 2006 წელს, საუდის არაბეთის სტუდენტების რაოდენობა 25%-ით გაიზარდა.

საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ჩინეთის ეკონომიკის ზრდასთან ერთად საშუალო შემოსავლის ადამიანებსაც კი ეძლევათ საშუალება რომ ამერიკულ უნივერსიტეტებში ისწავლონ. ამასთან ერთად ჩინეთი და ზოგიერთი სხვა ქვეყანა, მაგალითად ბრაზილია, განსაკუთრებით დიდ თანხას დებენ სტუდენტების აშშ-ში განათლების მიღებაში რადგან მათი უკან დაბრუნების იმედი აქვთ. საერთაშორისო განათლების ინსტიტუტში აცხადებენ, რომ მზარდი ეკონომიკის გამო სტუდენტების უმრავლესობა სამშობლოში ბრუნდება.

კომენტარები