სამხრეთ ოსეთში რუსულ ენას, შესაძლოა, სტატუსი აუმაღლდეს

სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა, ედუარდ კოკოითმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადების შესახებ რეფერენდუმი 2011 წლის 11 სექტემბერს დანიშნა. სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს მოუწევთ, პასუხი გასცენ კითხვას: ”თანახმა ხართ თუ არა, რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთში, სახელმწიფო ენებს წარმოადგენდეს ოსური და რუსული?” ამჟამად რუსული ენა სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით ოფიციალურ ენად არის ცნობილი. რეფერენდუმის შემდეგ რუსულს ამ მხარეში შესაძლოა სტატუსი აუმაღლდეს და ოსურს გაუთანაბრდეს.

კომენტარები