#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/deademi.png##fbimage#
ვაინჰაუზი ბავშვის აყვანას გეგმავდაგავრცელდა ხმა, რომ სიკვდილამდე ემი ვაინჰაუზი 10 წლის გოგონას შვილად აყვანის პროცესზე მუშაობდა. მომღერალი გოგონას აყვანას კუნძულ სენტ-ლუსიადან გეგმავდა. ჯერჯერობით ვაინჰაუზის ოჯახის წევრებს და წარმომადგენლებს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ანჯელინა ჯოლის საპატიო ჯილდო გადასცეს
ანჯელინა ჯოლის ცრემლები მოადგა სარაევოს კინოფესტივალზე, მას შემდეგ რაც მსახიობმა მოულოდნელად სპეცილური ჯილდო მიიღო. მსახიობს სარაევოს საპატიო ჯილდო გადასცეს, კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის და აგრეთვე ჯოლის გაწეული დახმარებისთვის როგორც კეთილი ნების ელჩი.
ახალმა ვესტერნმა „Cowboy & Aliens” და ანიმაციურმა ფილმმა „The Smurfs” კინოთეატრებში გამოსვლის დღეს ერთნაირი შემოსავალი 36.2 მილიონი დოლარი მოაგროვეს.
ხოლო გასული კვირის ლიდერმა „Captain America: The First Avenger” მესამე პოზიციაზე 24.9 მილიონით გადაინაცვლა.




