სმოლენსკის კატასტროფა ”დაბალ სიმაღლეზე სწრაფმა დაშვებამ” გამოიწვია

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი მაღალი სიჩქარით სახიფათოდ დაბალ სიმაღლეზე დაშვება იყო. ამის შესახებ პოლონური კომისიის დასკვნაშია ნათქვამი. დასკვნის მიხედვით, კატასტროფის კიდევ ერთი მიზეზი მეორე წრეზე დაგვიანებული გასვლა იყო.

კომისიის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, თვითმფინავის ეკიპაჟმა არ მოახდინა რეაგირება გაფრთხილებაზე იმის შესახებ, რომ ლაინერი სახიფათოდ დაბალ სიმაღლეზე იყო დაშვებული. გარდა ამისა, კომისიის წევრების ინფორმაციით, რუსი დისპეტჩერები არასწორ ბრძანებებს აძლევდნენ  პოლონეთის პრეზიდენტის ლაინერის პოლოტებს.  ანგარიშის მიხედვით, სმოლენსკის აეროდრომზე განათების სისტემაც არადამაკმაყოფილებელი იყო.

2010 წლის 10 აპრილს, სმოლენსკთან, თვითმფრინავმა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე და ქვეყნის სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 96-ვე ადამიანი გარდაიცვალა. პოლონეთის დელეგაცია კატინში 1940 წელს მომხდარი ტრაგედიის წლისთავის აღსანიშნავად მიემგზავრებოდა.  მეორე მსოფლიო ომის დროს სოფელ კატინთან საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა  პოლონელი სამხედრო ტყვეები დახვრიტეს. 

კომენტარები