Yahoo კონკურენციას ვერ უძლებს

კომპანია Yahoo-ს მოლოდინი, რომ სარეკლამო გაყიდვები კომპანიის შემოსავალს გაზრდიდა, არ გამართლდა. გასულ წელთან შედარებით მან 4.6%–ით ნაკლები შემოსავალი მიიღო, სამი თვის განმავლობაშ მისმა მოგებამ კი მხოლოდ 1.08 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიის ხელმძღვანელობა ამ ფაქტს ბაზარზე Google-ისა და Facebook-ის პოპულარობით ხსნის. შემცირებული შემოსავლების მიუხედავად, კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 11%–ით მაინც გაზრდილია და 237 მილიონ დოლარს აღწევს. კომპანია Yahoo-ს კონკურენტების გარდა კიდევ სხვა პრობლემებიც აქვს. კრახი განიცადა ჩინეთში Yahoo-ს 23%–იანი წილის მფლობელმა ინტერნეტ კომპანია Alibaba-მ. მან თავისი საბაზო აქტივები კომპანია Alipay-ს დაუთმო.

Yahoo-ს აქციონერები შეშფოთებას ვერ მალავენ, რადგან კომპანიის აქციები 20%–ით დაეცა. ანალიტიკოსების პროგნოზით, კომპანიას ბაზარზე მსხვილ მოთამაშეებთან კონკურენციის გაწევა გაუჭირდება, რაც მის არსებობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. 

კომენტარები