პოლიცია: ბრეივიკი მარტო მოქმედებდა

 ნორვეგიაში კუნძულ იუტეიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად  უგზოუკვლოდ დაკარგულების ძებნა გრძელედება.  დაკარგულ 12 ახალგაზრდას შორისაა  საქართველოს მოქალაქე თამთა ლიპარტელიანი. დღეს ოსლოში ლიპარტელიანის ოჯახის წევრები ჩავლენ. მათ  დანიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით კერესელიძე დახვდება. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, ნორვეგიის უსაფრთხოების პოლიციის  უფროსმა იან კრისტანსენმა  განაცხადა, რომ  არ არსებობს მტკიცებულებები ნორვეგიელი ტერორისტის ანდერს ბერიგ ბრეივიკის კავშირის შესახებ სხვა მემარჯვენე ექსტრემისტებთან. მისი თქმით, ბრეივიკი მარტო მოქმედებდა.

ნორვეგიელმა ტერორისტმა, რომელმაც  ოსლოს ცენტრში აფეთქება მოაწყო და კუნძულ იუტეიაზე მასიური მკვლელობები ჩაიდინა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ თანამზრახველთა ორი ქსელი აქვს. ბრიტანული მედიის ცნობით,  ბრეივიკი დიდი ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე  ორგანიზეციებს წევრებს იცნობდა . მედიის ინფრომაციით, ბრეივიკის  1500 გვერიანი მანიფესტი, სადაც აღწერილია მისი იდეები და ამ იდეების განხორციელების გზები, სწორედ ლონდონშია შედგენილი.

ბრიტანეთის პოლიციამ ოსლოში ნორვეგიელი კოლეგების  დასახმარებლად პოლიციის მაღალი რანგის ოფიცერი მიავლინა. გაირკვა რომ ბრეივიკს ბრიტანეთის გარდა,  სხვა ქვეყნებთანაც ჰქონდა კავშირი.  სამშაბათს ბელორუსის სასაზღვრო კომიტეტმა დაადასტურა, რომ 2005 წლის 4 მარტს  ნორვეგიის მოქალაქე ანდერს ბრეივიკი იმყოფებოდა ბელორუსში  და ქვეყანა 11 მარტს დატოვა.  ბელორუსის ხელისუფლებამ  განაცხადა რომ მისი დოკუმენტები წესრიგში იყო  და სახელმწიფოს მასთან არანაირი პრეტენზიები არც საზღვრის გადაკვეთისას არც ბელორუსში ყოფნისას  არ შექმნია. ამის პარალელურად პოლონეთის  შიდა უსაფრთხოების  სამსახურმა გამოძიება დაიწყო იმ კომპანიასთან დაკავშირებით, რომლისგანაც ბრეივიკმა ნახევარი წლის წინ 50 კილოგრამი ალუმინი იყიდა და ბომბის დასამზადებლად გამოიყენა. 

კომენტარები