ბრეივიკის სასამართლო მოსმენა დახურული იქნება

ოსლოში მომხდარ ტერაქტსა და კუნძულ იუტეიაზე საზაფხულო ბანაკზე მომხდარ თავდასხმაში ბრალდებულის, ანდერს ბერინგ ბრეივიკის პირველი სასამართლო სხდომა დახურული იქნება. ეს გადაწყვეტილება ნორვეგიის პროკურატურამ მიიღო. ოფიციალური პირების განმარტებით, სასამართლო სხდომის დახურვა უსაფრთხოების ზომების გამო გადაწყდა. სავარაუდოდ სწორედ დღევანდელ მოსმენაზე ისაუბრებს 32 წლის  ბრეივიკი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივებზე.

ბრეივიკმა, რომელიც წინასწარი ინფორმაციით ნეო-ნაცისტური ორგანიზაციის წევრია, ჯერ ოსლოს ცენტრში აამოქმედა ასაფეთქებელი ნივთიერება, ხოლო ორი საათის შემდეგ კუნძულ იუტეიაზე ახალგაზრდულ ბანაკს დაესხა თავს და 93 ახალგაზრდა მოკლა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მხოლოდ საათნახევრის შემდეგ მივიდა. ბრეივიკი ადგილზე დააკავეს. მან დანაშაული უკვე აღიარა. ბრეივიკის თქმით, მის მიერ ჩადენილი ქმედება ”საზარელი, თუმცა აუცილებელი” იყო. ბრალის დამტკიცების შემთვევაში მას 21-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები