კისელი

ოცდამეერთე საუკუნეში ვაჟა-ფშაველას რაიმე ახალი ტექსტის ან სულაც უბის წიგნაკის პოვნა თუ შესაძლებელი იქნებოდა, ძნელად იყო წარმოსადგენი. ივლისში ქალბატონმა ნონა პატარაიამ ლიტერატურის მუზეუმს გადასცა ვაჟა-ფშაველას უბის წიგნაკი. ეს უანგარო საქციელი საუკეთესო მაგალითია ჩვენში ასე იშვიათი სამოქალაქო შეგნების. ვაჟას ჩანაწერების ეს წიგნაკი მისმა უმცროსმა შვილმა – ვახტანგ რაზიკაშვილმა აჩუქა ქალბატონი ნონას მამას, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს – ბართლომე პატარაიას, სავარაუდოდ, გასული საუკუნის 30-იან წლებში. მწერლის იუბილეს აღსანიშნავად გთავაზობთ ორიგინალურ ტექსტს – ვაჟას მიერ ჩაწერილ კისელის რეცეპტს ლაშა ბაქრაძე
მასალა 3 სტაქანი წყალი ღვინო, შაქარი – გემოვნებაზე კარტოფილის ფქვილი – ორი სტოლის კოვზი წყალში გახსნილი









კომენტარები