პეტრეუსმა სარდლობა ალენს გადააბარა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/petr_face.png##fbimage#
ავღანეთში ამერიკის ჯარების აწ უკვე ყოფილმა სარდალმა, ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა პოსტი გენერალ ჯონ ალენს გადააბარა. თავად პეტრეუსი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ადგილს დაიკავებს. ის ახალ პოსტზე, საკუთარი მოვალეობების შესრულებას სექტემბრიდან შეუდგება. რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი პენსიაზე გავიდა. მისი ადგილი კი CIA-ს დირექტორმა ლეონ პანეტამ დაიკავა.

ჯონ ალენს ავღანეთში ამერიკისა და NATO-ს ჯარების ხელმძღვანელობის გადაბარება უწევს იმ პერიოდში, როდესაც დაიწყო ქვეყნიდან ჯარების გაყვანა. ქვეყანაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგელობას ნელ-ნელა ავღანელები გადაიბარებენ.

პეტრეუსი, რომელმაც წარმატებას მიაღწია ერაყში ამბოხებულთა წინააღმდეგ, ავღანეთის ამერიკული ჯარებს სათავეში 2010 წლის ივლისში ჩაუდგა. მის დროს, ავღანეთში ამერიკული სამხედრო კონტინგენტი 30,000 ჯარისკაცით გაიზარდა. ამან შესაძლებელი გახადა თალიბანის გავლენის შესუსტება, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში. თუმცა თალიბანის უკანდახევას ქვეყანაში ძალადობის შემცირება არ მოჰყოლია. ჯონ ალენის დავალება თანდათან მას შემდეგ გართულდება, რაც ამერიკის ჯარები ქვეყნიდან გასვლას სექტემბერიდან დაიწყებენ. ამერიკის პრეზიდენტ ბარაქ ობამას გეგმის მიხედვით, ამერიკულმა ჯარებმა სამხრეთ აზიური ქვეყანა 2014 წლისთვის უნდა დატოვონ. 

კომენტარები