მუმბაიში აფეთქებებს 21 ადამიანი ემსხვერპლა

REUTERS
#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/mumbai.png##fbimage#
ინდოეთში, ქალაქ მუმბაიში მომხდარ სამ აფეთქებას, ბოლო მონაცემებით 21 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაიჭრა. ადგილობრივი პოლიციის თქმით, გუშინ საღამოს სამივე აფეთქება ქალაქის სამ ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე ათწუთიანი ინტერვალებით მოხდა. 
წინასწარი ვარაუდით, აფეთქდა თვითნაკეთი ბომბები, რომლებიც მანქანებში იყო დამონტაჟებული.

მიუხედავად იმისა, რომ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, ინდოეთის ხელისუფლებამ უკვე შეაფასა მომხდარი, როგორც ”კოორდინირებული ტერორისტული შეტევა.” აფეთქებების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ინდოეთის ხელისუფლებამ ქვეყნის დიდი ქალაქების მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ოთხშაბათს მომხდარი აფეთქებები ყველაზე მსხვილმასშტაბიანია ინდოეთში 2008 წლის ნოემბერში მომხდარი ტერაქტის შემდეგ. მაშინ პაკისტანური ტერორისტული დაჯგუფების თავდასხმებს 174 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 უცხოელი. 

კომენტარები