პანეტა ერაყში

ამერიკის თავდაცვის ახალი მინისტრი ლეონ პანეტა ერაყში ჩავიდა. ის ბაღდადში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიკსა და პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის შეხვდა. ეს პანეტას პირველი ვიზიტია ერაყში მას შემდეგ, რაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორობიდან მინისტრად გადაინაცვლა.

პანეტამ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ამერიკელი სამხედროები ერაყელი ამბოხებულების წინააღმდეგ ცალმხრივად იმოქმედებენ.

პანეტა და პენტაგონი შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ ირანელები იარაღს აწვდიან ერაყელ ამბოხებულებს. ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, ამერიკელ სამხედროებს ყველაზე ხშირად ირანის (რომელიც შიიტური სახელმწიფოა) მიერ დაფინანსებული შიიტი მებრძოლები ესხმიან თავს. ივლისში ამბოხებულებთან შეტაკებას სამი ამერიკელი სამხედრო შეეწირა.

კომენტარები