მდინარე ვოლგაში მაშველები 100-მდე ადამიანს ეძებენ

მაშველები მდინარე ვოლგაში ჩაძირული თბომავალი გემის ეკიპაჟის წევრებს და მგზავრებს ეძებენ. ბორტზე მყოფი 182  ადამიანიდან დაკარგულად სულ 100-მდე ადამიანი ითვლება.  რუსული მედიის ცნობით, მაშველებმა 50 მგზავრის  და ეკიპაჟის 33 წევრის გადარჩენა შეძლეს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამ გამოიწვია ტურისტული გემის ჩაძირვა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, გემზე, რომელიც ყაზანისკენ მიემართებოდა, 59  ბავშვი იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გემის კატასტროფასთან დაკავშირებით, 12 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. 

კომენტარები