შოკოლადის პატე მარწყვის ხილფაფით

 მომზადების წესი: ნამცხვრის საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და პერგამენტის ქაღალდი ჩააფინეთ შიგნით ისე, რომ კუთხეები არ მოაჭრათ, რადგან ნამცხვრის გამოცხობის შემდეგ არ გაგიჭირდეთ მისი ფორმიდან ამოღება. დაჭერით შოკოლადი პატარა, უხეშ ნაჭრებად, იმავე ზომებად დაჭერით კარაქი. აიღეთ ორმაგი ქვაბი, პირველ ნაწილში ჩაასხით წყალი, ხოლო ზემოთ მდებარეში მოათავსეთ დაჭრილი შოკოლადი და კარაქი. დადგით ნელ ცეცხლზე და გაადნეთ. მასას არ მოურიოთ, ვიდრე მისი მეოთხედი არ დადნება. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყალი არ მოხვდეს შოკოლადში.

ამასობაში, პატარა ქვაბში ჩაუშვით 500 გრ. ნაღები და დადგით ნელ ცეცხლზე, მოაყარეთ 1 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი და გააცხელეთ 100 გრადუსამდე. თუ შოკოლადმა დაამთავრა დნობა, ვიდრე ნაღები კვლავ ცეცხლზეა, გადმოდგით ცეცხლიდან და გააჩერეთ. როდესაც ნაღები გამზადდება, 60 გრ. შეურიეთ შოკოლადს და ნელ-ნელა მოურიეთ. 3 კვერცხის გული შეურიეთ ნაღებს, ურიეთ ისე, რომ კვერცხის გულები არ მოიხარშოს. ამის შემდეგ ნაღების მასა სრულად შეურიეთ შოკოლადს. გადაურიეთ კარგად, ვიდრე მასა ერთიანი არ გახდება. მიღებულ მასას შეურიეთ ვისკი და კვლავ მოურიეთ, დარწმუნდით, რომ ყველა ინგრედიენტი კომბინირებულია.
 
12 ულუფის მასალა პატესთვის: სქლად დაჭრილი 1 კგ. შავი შოკოლადი 100 გრ. უმარილო კარაქი 1 ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი 500 გრ. ნაღები 3 კვერცხის გული 60 გრ. მუქი რომი მარწყვის ხილფაფისთვის: 100 გრ. მარწყვი 60 გრ. შაქრის პუდრი 2 სუფრის კოვზი თეთრი ღვინო ¼ ჩაის კოვზი ვანილის ფხვნილი ჯამში: 18 ლარი უკვე გამზადებულ ნამცხვრის ფორმაში ჩაასხით შოკოლადი, გააჩერეთ მაცივარში მთელი ღამე. ხოლო მარწყვის ხილფაფა მოამზადეთ სუფრასთან მიტანამდე ორი საათით ადრე.

მარწყვის ხილფაფისთვის განკუთვნილი მასალა მოათავსეთ პატარა ქვაბში და დადგით ნელ ცეცხლზე. მარწყვი წვენს დაახლოებით ათ წუთში გამოუშვებს, გადაურიეთ, გადმოდგით ცეცხლიდან და მოხმარებამდე გააჩერეთ მაცივარში.

შოკოლადის პატეს გასაფორმებლად ნამცხვარი პერგამენტის ქაღალდის დახმარებით გადმოიღეთ ფორმიდან. მოათავსეთ საჭრელ დაფაზე და დაჭერით თხლად, ყველა ნაჭერი ინდივიდუალურად, თითო თეფშზე გადაანაწილეთ და მოასხით მარწყვის ხილფაფა, აგრეთვე სურვილისამებრ, გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოცხალი მარწყვიც.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).



კომენტარები