კოპა ამერიკას ფავორიტული სენსაციები

არგენტინაში დაწყებულ კოპა ამერიკაზე სენსაციები არ წყდება. ჯერ იყო და პირველივე დღეს არგენტინამ ბოლივიასთან ითამაშა 1:1, შემდეგ კი კონკურენტსა და მთავარ მეტოქეს ბრაზილიაც არ ჩამორჩა და ვენესუელასთან საერთოდ გოლის გარეშე ჩაამთავრა შეხვედრა - 0:0. პირველი ტურის შეხვედრები უკვე ორ ჯგუფში გაიმართა. გამარჯვების მოპოვება ჯერჯერობით მხოლოდ ა ჯგუფში მოთამაშე კოლუმბიის ნაკრებმა მოახერხა - კოსტა რიკა  1:0 დაამარცხა. სამი დანარჩენი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებების მსგავსად, გამარჯვება ვერც პარაგვაიმ შეძლო. ეკვადორელებთან თამაშისას გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და საბოლოოდ შეხვედრა ლოგიკური ფრით - 0:0 დამთავრდა.

დღეს ღამით არგენტინაში, კონტინენტის პირველობაზე კიდევ ორი მატჩი ჩატარდება. კოპა ამერიკაზე სტუმრის სტატუსით მყოფი მექსიკა ჩილეს პროგრესირებად ნაკრებს ეთამაშება, შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის აღმოჩენა ურუგვაი კი - პერუს.

A ჯგუფი

არგენტინა - ბოლივია 1:1

კოლუმბია - კოსტა რიკა 1:0

B ჯგუფი

ბრაზილია - ვენესუელა 0:0

პარაგვაი - ეკვადორი 0:0

კომენტარები