სალათი როკფორით და ჭარხლით

მომზადების წესი: გარეცხეთ სალათის ფოთლები და კარგად გააშრეთ. დაჭერით ყველი კუბებად და გადადეთ. მოხარშეთ ჭარხალი, დაჭერით კუბებად და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოასხით 50 გრ. ზეითუნის ზეთი, 50 გრ. ბალზამიკო, მოაყარეთ მარილი, პილპილი და გადადეთ 15 წუთით. აიღეთ სასალათე ჭურჭელი, ჩაასხით ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო, მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი, მარილი, პილპილი და გადაურიეთ. დააყარეთ დაჭრილი სალათის ფოთლები, კუბებად დაჭრილი ყველი, ნიგოზი, ჭარხალი და კარგად გადაურიეთ. მიირთვით გემრიელად.
 
მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).

კომენტარები