გასული ერთი წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა 0.7%-ით გაიზარდა. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4469.2 ათასი ადამიანი შეადგინა. ეს მონაცემი 2010 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32.8 ათასი ადამიანით მეტია. საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ ასახვა ჰპოვა ქვეყნის რეგიონებში. მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება, 2010 წლის 1 იანვართან შედარებით, აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონში – 1.2%, აჭარაში – 1.0%, თბილისში – 0.9% და შიდა ქართლის რეგიონში – 0.8%. მოსახლეობის შემცირება (-0.6%) აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც, საქსტატის განცხადებით, გამოწვეულია აღნიშნულ რეგიონში 2010 წელს დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატებით (-426). ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 53.1% - ქალაქად, ხოლო 46.9% სოფლად ცხოვრობს.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 47.6% მამაკაცია, 52.4% კი - ქალი. 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის პროცენტული შემადგენლობა მთლიან მოსახლეობაში წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც შემცირდა (14.0%-დან 13.8%-მდე), იუწყება საქსტატი. შარშანდელთან შედარებით, 0.4 %-ით გაიზარდა 0-4 წლის მოსახლეობის წილი მთლიან მოსახლეობაში და 275.4 ათასი კაცი შეადგინა. საქსტატის მონაცემებში არ შედის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა.