ჯონ გალიანო სასამართლოს წინაშე წარსდგა

 ცნობილი დიზაინერი, ჯონ გალიანო პარიზის სასამართლოს წინაშე წარსდგა. სამართალდამცველები მას ანტისემიტური გამონათქვამებში ადანაშაულებენ. როიტერის ჟურნალისტის თქმით, სასამართლოზე გალიანომ თავის გამართლება სცადა. 

”მან განაცხადა, რომ საკუთარი წარმატების მსხვერპლია, მას ძალიან დიდი ზეწოლა ჰქონდა სამსახურში, მიეჩვია ალკოჰოლური სასმელებისა და ვალიუმის, ასევე სხვა საძილე საშუალებების მიღებას. გალიანოს თქმით, მან ცხოვრების ამ ეტაპზე კონტროლი დაკარგა და არ ახსოვს, თუ რა მოხდა იმ კაფეებში, სადაც მას ანტისემიტური გამონათქვამების გაკეთებაში ადანაშაულებენ. მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ წუხს ყველა ზიანისთვის, რაც დაზარალებულებს მიაყენა,” თქვა როიტერის კორესპონდენტმა. 
 
პროკურორები დიზაინერისგან დაზარალებულებისთვის 14,350 დოლარის გადახდას მოითხოვენ. 
 
 

კომენტარები