
ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
დღე 1
წვიმიანი ამინდის მიუხედავად, ფესტივალის პირველ დღეს იპოდრომს ხარისხიანი მუსიკის მოყვარული უამრავი მსმენელი ეწვია. სცენაზე 10 ბენდი გამოვიდა: The benedicts, Mutual Friends, The Smile, Ketrine & Me, Tako & Green Mama, Me and my Monkey, Z for Zulu, Herr Style საფრანგეთიდან, Wallance Vanborn ბელგიიდან და The Forest, რომელმაც ფესტივალის პირველი დღე დახურა.
ჯგუფმა The Smile, როგორც გასულ წელს, წლეულსაც შეძლო ხალხის აყოლიება და სტუმრების მიერ ფესტივალის ერთ-ერთ ფავორიტადაც დასახელდა.

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
დღე 2

ფოტო: ირაკლი ბლუიშვილი
UR-ის სცენაზე გამოჩენას საზოგადოების გააქტიურება მოჰყვა, ბენდმა იპოდრომზე მისული ყველა მსმენელის აყოლიება შეძლო და დიდი აღტაცება გამოიწვია. აგრეთვე მოწონება და სიმპათია დაიმსახურა ჯგუფმა Loudspeakers, რომელმაც 12 ივნისის კონცერტი გახსნა.
2011 წლის Tbilisi Open Air ქართულმა ჯგუფმა Greenbeam and Leon დახურა, რის შემდეგაც ფესტივალი მომავალ წლამდე დაემშვიდობა მსმენელს თავისი ლოზუნგით – Music Breaks Free!