100 - ზე მეტი დაღუპული ჩინეთის წყალდიდობის შედეგად

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/chinafluida.png##fbimage#
 100 ადამიანზე მეტი დაიღუპა ჩინეთის სამხრეთ ნაწილში, გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის და ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად. ადგილობრივმა ტელეარხმა გააშუქა თუ როგორ უწევთ ბავშვებს სკოლიდან სახლში დაბრუნება მუხლებამდე წყალში, ზოგსაც კი დატბორილ ქუჩებში ველოსიპედებით გადაადგილება.

მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 13 პროვინციაში წყალდიდობამ ათასობით ჰექტარი მოსავალი გაანადგურა, ხოლო მეწყერმა და ტალახმა ასობით სახლი და შენობა დააზიანა.

3000 ადამიანზე მეტს მოუწია საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ვინაიდან სინოპტიკოსები წვიმიანი ამინდების გაგრძელებას წინასწარმეტყველებენ. 

კომენტარები