იაპონიის პრემიერის პოსტზე კანდიდატად ფინანსთა მინისტრის სახელდება

იაპონიის ფინანსთა მინისტრი, იოსიჰიკო ნოდა ქვეყნის პრემიერ მინისტრის პოსტზე ერთ-ერთ ყველაზე რეალურ კანდიდატად სახელდება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო როიტერი იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ნოდას იაპონიის მმართველი დემოკრატიული პარტიის ლიდერად მას შემდეგ დანიშნავენ, რაც ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი, ნაოტო კანი თანამდებობას დატოვებს. თავად ნაოტო კანმა, რომელიც პოსტიდან გადადგომას აგვისტოს ბოლოს აპირებდა, 2 ივნისს განაცხადა, რომ სამსახურს მხოლოდ მაშინ დატოვებს, რაც იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად წარმოქმნილ ბირთვულ კრიზისს დაძლევს. მისი თქმით, კრიზისი დაძლეულად ჩაითვლება, როცა მოხერხდება დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუშიმა 1-ზე რადიაქტიური ნივთიერების გაჟონვის შეჩერება და რეაქტორების გაგრილება. ნაოტო კანი მიიჩნევს, რომ ბირთვული კრიზისის მოგვარებას მისი მთავრობა 2012 წლის იანვრამდე შეძლებს. 

კომენტარები