რუსეთი მზად არის აფხაზეთს დაფინანსება გაუზარდოს

 რუსეთის პრემიერ მინისტრმა, ვლადმირ პუტინმა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის  ერთ-ერთ კადიდატთან, ე.წ. პრემიერ მინისტრ სერგეი შამბასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა, აფხაზეთს დაფინასება გაუზარდოს.  „უახლოეს მომავალში რუსეთის ბიუჯეტში 10 მილიარდზე მეტია გათვალისწინებული დაფინასებისთვის,“ ციტირებს პუტინს საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტი „მზად ვართ არა მხოლოდ ამ დაფინანსების ფარგლებში არსებული გეგმები განვახორციელოთ, არამედ განვიხილოთ სხვა მსხვილმასშტაბიანი პროექტები.“ რუსეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი აფხაზეთს დაეხმარება „ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების  განმტკიცების საქმეში ყველა სახელმწიფოსთან, მათ შორის, უახლოეს მეზობლებთანაც.“ მან იმედი გამოთქვა, რომ „აფხაზ და ქართველს ხალხს შორის ყველა ურთიერთობა აღდგება.“

ვალდიმირ პუტინი აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის დაკრძალვაზე ჩავიდა. ბაღაფში კვირას მოსკოვში ფილტვის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.Кавказский Узел -ის  ცნობით, ბაღაფშს სოხუმში დღეს საარტილერიო ბატარეის ათჯერადი ზალპის თანხლებით დაკრძალავენ.  

კომენტარები