პუტინი ბაღაფშის დაკრძალვაზე ჩავიდა

რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის დაკრძალვის ცერემონიალზე დასასწრებად აფხაზეთში ჩავიდა. ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური იუწყება. ვიზიტის ფარგლებში პუტინი შეხვედრებს გამართავს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ვიცე პრეზიდენტთან, ალექსანდრ ანქვაბთან, რომელიც ამჟამად რეჟიმის  დე ფაქტო ხელმძღვანელის  ფუნქციას ასრულებს. პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ მინისტრს, სერგეი შამბასაც შეხვდება.   ვარაუდობენ,  რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე რეალური კონკურენცია სწორედ ამ ორ ფიგურას შორის გამართება. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დარჩენილ ორ კანდიდატს - რაულ ხაჯიმბას და ბესლან ბუთბას „პრეზიდენტის“ პოსტზე  მოსკოვის თანხმობის მიღება  გაუჭირდებათ.   

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს, რომელიც მოსკოვში ფილტვის  ოპერაციის შემდეგ 62 წლის ასაკში გარდაიცვალა,  ოჩამჩირის რაიონში, მშობლიურ სოფელ ჯგერდაში  დაკრძალავენ დღეს დაკარძალავენ. 

კომენტარები