ეხო მოსკვი: პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

  „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი,  რუსტამ მახმუდოვი დღეს დილით ჩეჩნეთში დააპატიმრეს. ამის შესახებ რადიოსადგური ”ეხო მოსკვი” იუწყება.   ”ეხო მოსკვის” ჟურნალისტებს  დაპატიმრებული ეჭვიტანილის ძმის ადვოკატმა  მურად მუსაევმა შეატყობინა, რომ  მახმუდოვი  საკუთარი მშობლების სახლში აიყვანეს. რუსეთის ფედერალური საგამოძიებო კომიტეტი ანა პალიტკოვასკაიას სავარაუდო მკვლელის დაპატიმრების შესახებ კომენტარს არ აკეთებს. საინფორმაციო სააგენტო ინტერფაქსის ცნობით,  უახლოეს საათებში რუსტამ მახმუდოვის ჩეჩნეთიდან მოსკოვში, თვითმფრინავით ეპატირება მოხდება.

ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოკლეს. 

კომენტარები