გერმანიამ ატომურ ენერგიაზე უარი თქვა

გერმანიის ხელისუფლებამ ატომური ენერგიის გამოყენებაზე უარი თქვა. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 2022 წლისთვის ქვეყანაში მოქმედი 17-ვე ატომური ელექტროსადგურის მოქმედება შეჩერდება. იაპონიაში ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, გერმანიის ხელისუფლებამ უსაფრთხოების ნორმების კონტროლის მიზნით 7 ყველაზე ძველი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა დროებით შეაჩერა.

გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრის თქმით, გადაწყდა, რომ უკვე შეჩერებული 7 ატომური ელექტროსადგურის, და ასევე კრუმელის ელექტროსადგურის მუშაობა არ აღდგება. კიდევ 6 ატომური ელექტროსადგურის მუშაობა 2021 წელს შეჩერდება, ხოლო 2022 წლისთვის მათ რიცხვს კიდევ სამი ყველაზე თანამედროვე ბირთვული რეაქტორი დაემატება. ”ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გადაიხედება,” განაცხადა გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრმა. 

კომენტარები