გაგრამ საქართველოს თასი მოიგო

საქართველოს თასის ფინალში პირველი ლიგის კლუბმა გაგრამ ქუთაისის ტორპედოს 1:0 სძლია და გახდა პირველი ქვედალიგელი, რომელიც ამ ჯილდოს დაეუფლა.

2011-2012 წლების სეზონში გაგრა ევროპის ლიგის გათამაშებაში იასპარეზებს.

26 მაისს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს თასი ტრადიციულად ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულს სტადიონზე გათამაშდა. ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა, დამატებითი დროის დასრულებამდე სამი წუთით ადრე კი გადამწყვეტი გოლი გავიდა: ქუთაისელთა კაპიტანმა სევასტი თოდუამ საკუთარ კარში თავით გაიტანა ბურთი და გაგრა უზომოდ გაახარა. მიუხედავად იმისა, რომ ტორპედომ ანგარიშის გათანაბრება სცადა, თასი მაინც პირველი ლიგის კლუბს დარჩა.

უკრაინელი მწრთნელის ანატოლი პისკოვეცის ხელმძღვანელობით გაგრამ სეზონის მიწურულს მეორედ გაიხარა: მცირე ხნის წინ კლუბმა უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა!

 

საქართველოს თასის ფინალი

26 მაისი, 2011. თბილისი, ბ.პაიჭაძის სახ. ეროვნული სტადიონი. 12.000

გაგრა 1:0 (დდ) ტორპედო

გოლი: 1:0 ს.თოდუა (117, სკ)

გაგრა: კ.სეფიაშვილი, ხუციძე, ტყეშელაშვილი, ზ.ჩხეტიანი, კალანდაძე, მ.ნაკონეჩნი, შარიქაძე, ვ.ორდინსკი (კობერიძე 91, ციცხვაია 120), ნ.ჯიშკარიანი, შ.კვანტალიანი, გ.გაბედავა (დ.გიგაური 117)

მწვრთნელი: ანატოლი პისკოვეცი (უკრაინა)

ტორპედო: ო.მიგინეიშვილი, ფოფხაძე, ფარულავა, ს.თოდუა, თ.ჩიკვილაძე, გ.დათუნაიშვილი, თ.თარხნიშვილი (ლ.გუგუჩია 117), გრ.დოლიძე (ქებაძე 96), გ.სეთურიძე, გ.მეგრელაძე, რ.გოცირიძე (ვ.კვარაცხელია 71).

მწვრთნელი: გია გიგატაძე

გაფრთხილება: თ.თარხნიშვილი, მ.ნაკონეჩნი, ფოფხაძე, გ.მეგრელაძე, ჩხეტიანი, კვანტალიანი 

მსაჯი: ლ.კვარაცხელია (ზუგდიდი)

 

 

კომენტარები