ფილიპ დიმიტროვი: აქციის დაშლა კანონიერი იყო

ევროკავშირის  ელჩმა საქართველოში, ფილიპ დიმიტროვმა  რუსთაველის პროსპექტზე  რადიკალური ოპოზიციის არასანქცირებული საპროტესტო აქციის დაშლის  შეფასებისას განაცხადა, რომ სამართალდამცველების მიერ მისი აღკვეთის ღონისძიება  „ორგანიზებულად და კანონიერად განხორციელდა.“

ელჩის თქმით,  „ძალიან რთული“ ვითარება იყო, ვინაიდან ქუჩის აქციებს თან სდევდა  დაპირისპირებები. „თუ დემონსტრაციისთვის შეთანხმებულია კონკრეტული დრო,  ეს შეთანხმება დაცული უნდა იყოს,“ აღნიშნა ელჩმა. 

„ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის გადამეტებას ასეთ მძიმე  ვითარებაში, ძალიან რთული შესაფასებელია. ნებისმიერ შემთხვევაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობა სერიოზულად გამოიწვიეს,“ დასძინა დიმიტროვმა. 

კომენტარები