abkhazeti.info: ბაღაფში გადადგა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში გადადგა. abkhazeti.info-ს ცნობით, ბაღაფშმა უკვე მოაწერა ხელი გადადგომის შესახებ განცხადებას. მედიის ცნობით, სოხუმში უკვე მიმდინარეობს საუბარი დე ფაქტო ლიდერის შემცვლელის შესახებ. ერთ-ერთ კანდიდატურად დე ფაქტო ვიცე პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი სახელდება, თუმცა აფხაზური მედიის ცნობით, მოსახლეობის უმეტესობის მხარდაჭერით დე ფაქტო მეორე ვიცე პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა სარგებლობს.

აფხაზ ჟურნალისტებზე დაყრდნობით  abkhazeti.info იუწყება, რომ სოხუმში, ე.წ. პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ვადამდელი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ. ინტერნეტ გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად არჩევის ყველაზე მეტი შანსი პრემიერ მინისტრს, სერგეი შამბას აქვს, რომელიც, გამოცემის თქმით, რუსეთისა და დასავლეთისთვის „შედარებით მისაღები“ კანდიდატურაა.

გასულ კვირას აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ფილტვზე ოპერაცია გაუკეთეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაღაფშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო, თუმცა აფხაზი დე ფაქტო ოფიციალური პირები ამას კატეგორიულად უარყოფდნენ. 

კომენტარები