ნაკრებმა ბასაში შეკრება დაიწყო

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა შეკრება დაიწყო. ჯვაროსნები 3 ივნისს, ხორვატიასთან სპლიტში გასამართი მატჩისათვის ემზადებიან. პირველ დღეს თემურ ქეცბაიას განკარგულებაში 19 ფეხბურთელი იყო: გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე, უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია, გიორგი ხიდეშელი, კახა ალადაშვილი, გიორგი რეხვიაშვილი, მურთაზ დაუშვილი ალექსანდრე გურული, დავით კვირკველია, ჯაბა კანკავა, ირაკლი მაისურაძე, თორნიკე გორგიაშვილი, ჯაბა ლიპარტია, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ადამია, ირაკლი მოდებაძე და ალექსანდრე იაშვილი.

ამ შეკრებისათვის გამოძახებული დანარჩენი მოთამაშეებიც ნელ-ნელა შეუერთდებიან გუნდს და რამდენიმე დღეში ნაკრები უკვე სრული შემადგენლობით გააგრძელებს მზადებას. ფეხბურთელები სანაკრებო ბაზა ბასაში არიან დაბანაკებულები. გუნდი დღეში ორჯერ ივარჯიშებს.

ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, მოთამაშეებს ბასაზე სავარჯიშოდ და მოსამზადებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. კარგ მდგომარეობაშია ბუნებრივსაფარიანი მოედანი და საცხოვრებელი კორპუსი.

თემურ ქეცბაიას მიერ შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ასე გამოიყურება:

მეკარები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე, არდალიონ მიქაბერიძე.

მცველები: კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, აკაკი ხუბუტია, ლაშა სალუქვაძე, უჩა ლობჟანიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, გიორგი ხიდეშელი, გურამ კაშია, გიორგი რეხვიაშვილი, კახა ალადაშვილი, გია გრიგალავა.

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, გოჩა ხოჯავა, ალექსანდრე გურული, ჯანო ანანიძე, დავით კვირკველია, ირაკლი მაისურაძე, თორნიკე გორგიაშვილი.

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, მათე ვაწაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, დავით სირაძე, ვლადიმერ დვალიშვილი, ირაკლი მოდებაძე, გიორგი ადამია, ჯაბა ლიპარტია

კომენტარები