ქათამი ლიმონის წვენში

4 ულუფის მასალა ქათმის ბარკალი 4 ც. 2 ლიმონი 100 გრ. ზეითუნის ზეთი 100 გრ. სოიოს სოუსი 100 გრ. თაფლი 1 კონა მწვანე ხახვი 50 გრ. ვურსტერის სოუსი 100 გრ. კარაქი 100 გრ. ნაღები 4 საშუალო ზომის კარტოფილი მარილი პილპილი ჯამში 15 ლარი მომზადების წესი:


ქათმის ბარკლებს გააცალეთ კანი და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ერთი ლიმონის წვენი, ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, ვურსტერის სოუსი და გააჩერეთ 10 წუთი.

გააცხელეთ ტაფა და შეწვით ბარკლები.

ამასობაში ცალკე, ცეცხლგამძლე ჭურჭელში ჩაასხით სოიოს სოუსი, თაფლი და წამოადუღეთ. დაუმატეთ დაჭრილი ლიმონი, მარილი, პილპილი და გააჩერეთ ცეცხლზე 1 წუთი.

მიღებული მასა მოასხით შემწვარ ქათამს.

მოხარშეთ კარტოფილი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააბლენდერეთ.

წამოადუღეთ ნაღები კარაქთან ერთად, დაუმატეთ კარტოფილს და კვლავ დააბლენდერეთ.

მწვანე ხახვი დაჭერით წვრილად, მოაყარეთ კარტოფილს და გადაურიეთ.


მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში:
პოპული (ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35),
ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73),
გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03).


 

კომენტარები