ბაია გალერეა 21 მაისს ცნობილი მხატვრის თამაზ კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20-მდე ფერწერული ნამუშევარი, მხატვრის შემოქმედების ძირითადი თემა: პეიზაჟი, ნატურმორტი, კომპოზიცია. გამოფენა საფუძვლად დაედება მხატვრის ნამუშევრების კატალოგის გამოცემას, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება. კატალოგის მიზანია სხვადასხვა კოლექციებში არსებული მასალის თავმოყრა და პოპულარიზაცია, რათა განისაზღვროს ამ საინტერესო მხატვრის როლი მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის ქართული მხატვრობის ისტორიაში. თამაზ კაკაბაძის ნამუშევრები დაცულია როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის კერძო კოლექციებში.
გამოფენა გაგრძელდება 5 დღე. 25მაისის ჩათვლით.
გამოფენა გაგრძელდება 5 დღე. 25მაისის ჩათვლით.




