15 მაისს აფხაზეთის მართლმადიდებელთა სახალხო-საეკლესიო შეკრებამ ახალი ათონის მონასტერში მიიღო გადაწყვეტილება ანაკოფიის ახალი მიტროპილიის შექმნის შესახებ, რომლის ცენტრიც ახალი ათონის მონასტერის იქნება. ამრიგად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ორი - სოხუმისა და ანაკოფიის მიტროპოლიები გაჩნდა. კრების განცხადებით, ახალი მიტროპოლიის შექმნა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით მოხდა. სოხუმის მიტროპლიის სასულიერო პირები წარმოქმნილ კონფლიქტში მხარს არქიმანდრიტ ბესარიონ აფლიაას უჭერენ, ამიტომ ახალ ათონში გამართულ სახალხო-საეკლესიო კრებაში მათ მონაწილეობა არ მიიღეს.
ახალ ათონში გამართულმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთში არსებული ორ მიტროპოლიიდან ის გახდება აფხაზეთის ეკლესიის ცენტრი, რომელიც უფრო ადრე მიიღებს ეპარქიის კანონიკურ სტატუსს. მეორე კი ამ ცენტრს დაექვემდებარება.
სახალხო- საეკლესიო შეკრების ორგანიზატორები - არქიმანდრიტი დოროთე დრაბი, იერო მონაზონი, ანდრეი ამპარი და იერო მონაზონი დავით სარსანია იყვნენ. კრება, რომელსაც 2000 სასულიერო და საერო პირი ესწრებოდა, არქიმანდრიტ დოროთე დრაბს მიჰყავდა. აღსანიშნავია, რომ გადწყვეტილებების მიღებაში საერო პირებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს. კრებამ ოთხი გადაწყვეტილება მიიღო:
1. „აფხაზეთის ეკლესიის სრულყოფილ ჩამოყალბებამდე“ ეკლესიის უმაღლეს მმართველ ორგანოდ სახალხო-საეკლესიო კრება დადგინდა.
2. არჩეულ იქნა აფხაზეთის მიტროპოლიის საბჭო რომელიც „აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნამდე“ ეკლესიის უშუალო მართვას განახორციელბს. საბჭო 12 ადამიანისგან შედგება - ექვსი სასულიერო და ექვსი საერო პირი. საბჭოს წევრები სასულერო პირებიდან გახდნენ არქიმანდრიტი დოროთე დრაბი, იერო მონაზონი ანდრეი ამპარი, იერო მონაზონი დავით სარსანია, მამა თეოფან კრუტიკოვი, ორი ადგილი კი ბესარიონ აფლიას და მის წარმოადგენელს შესთვაზეს.
სამოქალაქო პირებიდან საბჭოს წევრები გახდნენ არდა აშუბა, თემურ ძიძარია, მარკ თრაპში, ალხას თხაგუშევი, დენის ჩაჩხალია და სტანისლავ ლაკობა.
მიტროპოლიის საბჭოს თავმჯდომარე და ამავე დროს ეპისკოპოსობის კანდიდატი არქიმანდრიტი დოროთე დრაბი გახდა. კენჭისყრაში ხმის მიცემის უფლება მხოლოდ მონათლულებს ჰქონდათ.
4. კრებამ ყველა მართლმადიდებელ ეკლესიას მიმართა თხოვნით: შეიქმნას ეკლესიათაშორისი კომისია მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენლის თავმჯდომარეობით, რათა განიხილონ აფხაზეთის დამოუკიდებელი ეკლესიის კანონიკური სტატუსის საკითხი და მიენიჭოს მას ჯერ ეპარქიის, შედეგ კი ავტოკეფალური ეკლესიის სტატუსი.
საქართველოს საპატრიარქო ახალ ათონში გამართულ სახალხო-საეკლესიო კრებას სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. „მედიიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის სასულიერო პირთა ნაწილი შეკრებას აწყობს. როგორც ჩანს ამ შეკრების მიზეზი შინაგანი დაპირისპირებაა. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია შიდადაპირისპირება ცხუმ აფხაზეთის ეპარქიაში,“ ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს საპატრიარქომ მოუწოდა კრების მონაწილეებს და აფხაზეთში მცხოვრებ ყველა მართმადიდებელს „დადგეს გარეშე ძალების მიერ ინსპირებულ დაპირისპირებაზე მაღლა“ და „სიყვარულითა და სიმშვიდით აღდგეს კანონიკური ერთობა “
განცხადებაში წერია, რომ საპატრიარქო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას აფხაზეთის სასულიერო და სამოქალაქო პირებთან მოლაპარაკებებისთვის.
კანონიკურად აფხაზეთის ეკლესიას ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია ჰქვია და საქართველოს ეკლესიის ნაწილია. გასულ წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის უშუალო დაქვემდებარებაში გადავიდა.