დალაი-ლამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/dalai%20lama.png##fbimage#
ტიბეტის სულიერმა ლიდერმა, დალაი-ლამამ აშშ-ში, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, როგორც ადამიანი, შესაძლოა, ბინ ლადენი ”თანაგრძნობას და შენდობასაც” კი იმსახურებს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ”შენდობა არ ნიშნავს იმის დავიწყებას, რაც მოხდა.” ”თუ რამე სერიოზულია და აუცილებელია საპასუხო ზომების მიღება, უნდა მიიღო საპასუხო ზომები,” თქვა ბუდისტმა სულიერმა ლიდერმა სტუდენტებთან საუბრისას.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს მან რელიგიური ტოლერანტობის აუცილებლობასა და სხვადასხვა რელიგიებს შორის საერთო ფასეულობებზე ისაუბრა. ”ადამიანები ბედნიერებას ლოცვით ვერ მოიპოვებენ, ბედნიერი ცხოვრება რელიგიური ცნება არ არის. ბედნიერება სეკულარული ცნებაა, ასე რომ, ჩვენი მიზანი სეკულარულია,” თქვა დალაი-ლამამ ”მე ბუდისტი ვარ, რელიგიას პატივს ვცემ, მაგრამ ყოველთვის სეკულარიზმზე ვსაუბრობ,” დასძინა მან.

ეს დალაი-ლამას პირველი ვიზიტია აშშ-ში მას შემდეგ, რაც მან თავისი პოლიტიკური ვალდებულებების არჩეული ლიდერისთვის გადაცემის შესახებ განაცხადა.

 

კომენტარები