10 კითხვა ნიკა მაჩაიძეს

ნიკა, ნიკაკოი, ერასტი... საიდან ეს სახელები და ახლა კიდევ რამეს თუ დაამატებდით?

 
ნიკა, ალბათ ჩემს მშობლებს უნდა ჰკითხოთ... ნიკაკოი: ჩემმა მეგობარმა, თეა ჯორჯაძემ, დამარქვა, მეილი რომ გამიკეთა gmx.de-ზე… ერასტი: Эраст Фандорин... ერთდროულად ორ ლეიბლზე მომიწია დისკის გამოშვება და მთხოვეს, რომ სხვა სახელი მეხმარა.
 
ყველაზე მძაფრი მოგონება ბავშვობიდან?
 
პირველი კოცნა.
 
თქვენი CV-ის ყველაზე შთამბეჭდავი ნაწილი?
 
დაიბადა 1972 წლის 11 ნოემბერს.
 
რა თვისება გაღიზიანებთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
 
Control freak-ი ვარ.
 
კინო და მუსიკა – რომელთან უფრო მეტი იდენტიფიკაცია გაქვთ და რომელია თქვენთვის უფრო კომფორტული?
 
იდენტიფიკაცია ორივესთან ერთნაირი მაქვს, მაგრამ კომფორტული, რა თქმა უნდა, მუსიკა უფროა.
 
რა მუსიკაა ჩართული სამოთხის თქვენეულ ვარიანტში?
 
ძალიან ბევრი, ბახით დაწყებული და სტივ რაიხით დამთავრებული, მაგრამ ერთი რაც ზუსტად ვიცი, რომ ფლეილისტში მექნება ტუსიას მუსიკა.
 
დაასახელეთ ერთი რამე, რაც თქვენი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებდა...
 
თბილისი რომ ზღვისპირა ქალაქი იყოს.
 
როგორი იყო ელექტრონული მუსიკის კეთება ელექტროენერგიის დეფიციტის პერიოდში? რა გახსენდებათ ამ პერიოდიდან?
 
ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ახლა. მახსენდება სხვადასხვა ხაზებზე გადასართველი „რიჩაგები” (არ მახსოვს ქართულად რა ჰქვია).
 
რისი ეშინია ყველაზე მეტად ნიკა მაჩაიძეს?
 
ტარაკნების!!! (როგორც ენტემოლოგიური ასევე ანთროპოლოგიური).
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
ბევრს! ამიტომ არც ერთს არ დავწერ...
 
 

კომენტარები