საბჭოთა ჯარისკაცები მსოფლიო ომში

მეორე მსოფლიო ომი  ევროპაში  1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით დასრულდა. ევროპის ქვეყნები ფაშიზმზე გამარჯვებას სწორედ ამ დღეს აღნიშნავენ.  საბჭოთა კავშირმა დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების აღსანიშნავად 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმი გამართა და დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით, ომის დასრულების თარიღად 9 მაისი გამოაცხადა.

ნაწყვეტები ჯარისკაცების მოგონებებიდან   მეორე მსოფლიო ომის შესახებ დღეს ერთ-ერთი ბლოგერის, იური ლუჩინსკის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა.  

„გერმანული არმიის მიერ მიტოვებული ჩრდილოეთ პრუსიის ქალაქებიდან ორთვალებით, მანქანით, ფეხით, ყველა გზატკეცილითა და მაგისტრალით  დასავლეთისკენ ნელ-ნელა მიმავალ მშვიდობიან მოქალაქეებს ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს, დიდი პატრიარქალურ ოჯახებს  ჩვენი ჯარი წამოეწია,” იხსენებს ლეონიდ რაბიჩევი თავის მოგონებებში ”ომი ყველაფერს ჩამოწერს”.

”ჩვენმა ტანკისტებმა, არტილერისტებმა, ქვეითებმა, რადისტებმა  გზის გათავისუფლების მიზნით  ისინი გზიდან გადაყარეს.  შემდეგ მათ დაივიწყეს მოვალეობა, ღირსება და  თავს დაესხნენ ქალებსა და გოგონებს...   ქალები, დედები და მათი შვილები წვანან გზატკეცილის მარჯვნივ და მარცხნივ და თითოეულ მათგანთან დგას უზარმაზარი რიგი შარვალჩახდილი ჯარისკაცების...

დასისხილანებულები და გონდაკარულები ქალები გადაჰყავთ გვერდზე. მათ დასახმარებლად გამოქცეულ ბავშვებს ადგილზე ხვრეტენ. კივილი, გოდება, სიცილი, ბღავილი ერთმანეთში აირია. მათი  უფროსები, მაიორები და პოლკოვნიკები დგანან გზაზე, ზოგი იცინის, ქირქილებს, ზოგი პროცესს დირიჟორობს... უფრო სწორედ, არეგულირებს,  რომ ყველა  ჯარისკაცმა მიიღოს მონაწილეობა ამაში. ეს არ არის შურისძიება დამპალი ოკუპანტების  მიმართ, ეს ჯოჯოხეთური, სასიკვდილო ჯგუფური სექსია.

ყველაფრის უფლება, დაუსჯელობა, არაადამიანობა და სასტიკი ლოგიკა  გაგიჟებული, სახედაკარგული  ბრბოსი. შეძრწუნებული ვიჯექი მანქანაში. ჩემი მძღოლი დემიდოვი რიგში იდგა, მე კი  ფლობერის ”კართაგენი” მედგა თვალწინ და ვიცოდი, რომ ომი ყველაფერს ვერ ჩამოწერს!

პოლკოვნიკმა კი - მან, რომელიც დირიჟორობდა - ვერ მოითმინა  და თავადაც დაიკავა რიგი. მაიორი კი ხვრეტს მოწმეებს - ისტერიკაში მყოფ ბავშვებსა და მოხუცებს...”  

„ბერლინში ჯარების სარდლობამ ბანკებიდან და სახელმწიფო დაწესებულებების სეიფებიდან კერძო მოქალაქეების მიერ შესანახად ჩაბარებული  ოქროთი, საათებით  და სხვა ძვირფასულობით სავსე 4 ათასი ჩემოდანი გაიტანა,” წერს მეორე მსოფლიო ომის კიდევ ერთი მონაწილე, საბიკ ბაგულოვი თავის მოგონებებში ”ეს არ იყო „ტროფეი“, ეს კერძო პირების საკუთრება იყო. რატომაა,  რომ ამერიკელებთან ყველა გერმანულ ბანკში  გერმანელებს შეუძლიათ  საკუთარი ფულის მიღება?! რით აიხსნება წარმოუდგენელი ძალდობა და ზღვარდაუდებელი ყაჩაღობა  ოკუპირებულ ტერიტორიაზე? - იმით, რომ ”სტალინშჩინა”  დანაშუალებრივ ელემენტებს მფარველობს,  ხრწნის რუსულ არმიას და მთელი რუსი ხალხის დისკრედიტაციას ახდენს მსოფლიოს თვალში.”

”ქალაქ კენიგსბერგში, რომელიც 1945 წლის 29 იანვარს საბჭოთა ჯარებმა დაიპყრეს და შემდეგ დროებით გერმანულმა ჯარმა გაათვისუფლა, ოც წლამდე ორი ახალგაზრდა ქალის დანაწევრებული სხეული ვნახე,” იხსენებს ოფიცერი კარლ ავგუსტ კნორი ”ისინი ფეხებით ორ ტანკს მიაბეს და და შუაზე გაგლიჯეს.”

”მოედნის ახლოს მდებარე სახლიდან გამოიყვანეს 70-მდე ქალი, მათი ნახევარი ჭკუიდან იყო შეშლილი,   რადგან  თითოეული მათგანი  დღის განმავლობაში 70-ჯერ გააუპატიურეს,” წერს ვერმახტის კაპიტანი ჰერმან ზომერი იგივე კაპიტანი იხსებენს, რომ „ერთ-ერთი სახლის უკან  შიშველი ქალებისა და ბავშვების  გვამები აღმოვაჩინეთ. ბავშვებს თავი ბლაგვი საგნით ჰქონდათ გახეთქილი, ყველაზე პატარები კი ხიშტებით იყვნენ დაჩეხილი.”   

ოფიციალური მონაცემებით, მეორე მსოფლიო ომის დროს  27 მილიონამდე საბჭოთა მოქალაქე და 8 მილიონზე მეტი გერმანელი დაიღუპა.   ჟურნალ Times-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 1945-48 წლებში გერმანიაში, წელიწადში 2 მილიონი აბორტი კეთდებოდა.  



კომენტარები