თელ-ავივის აეროპორტიდან ყველა ფრენა გადაიდო

ბენ-გურიონის სახელობის  თელ-ავივის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა გამავალი რეისი გადაიდო. ისრაელის მედიის ცნობით, ფრენების გადადების მიზეზი ერთ-ერთ თვითმფრინავში დაბინძურებული საწვავის აღმოჩენა გახდა. უცხოური სააგენტოები იუწყებიან, რომ  ამ წუთებში სპეციალისტები ცდილობენ გაარკვიონ, რა ნივთიერებით არის დაბინძურებული საწვავი და როგორ მოხვდა ეს ნივთიერება თვითმფრინავის საწვავის ავზში.

ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, თვითმფრინავების დაშვება ბენ-გურიონის აეროპორტში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. თუმცა, აეროპორტის ადმინისტრაციამ ლაინერების ეკიპაჟებს სთხოვეს თელ-ავივში იმდენი საწვავით ჩამოვიდნენ, რომ უკან დასაბრუნებლადაც საკმარისი იყოს. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის აღდგება გამავალი ფრენების განხორციელება თელ-ავივის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტიდან, ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

კომენტარები