გრემის პრეზიდენტი საქართველოში

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/grm.png##fbimage#
თბილისის მეხუთე ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ნილ ფორთნოუ - გრემის პრეზიდენტი ეწვია.

ფორთნოუ, თბილისის მერიის ორგანიზებით და კომპანია „ალთერვიჟენ ჯგუფის“  ინიციატივით ჩამოვიდა. მან 3 მაისს ქართველი მუსიკოსებისთვის, პროდიუსერებისთვის და შოუბიზნესის წარმომადგენლებისთვის გამართა სესია „ალთერვიჟენ ჯგუფის“ დამფუძნებელთან, ირაკლი ნადარეიშვილთან ერთად, საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და საავტორო უფლებების დაცვაზე ისაუბრა.

სემინარის დასრულების შემდეგ ნილ ფორთნოუმ დამსწრე საზოგადოებას მისცა საშუალება დაესვათ მისთვის კითხვები, მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან იყოს ხელშეწყობა, რომ ქვეყანაში განვითარდეს ხელოვნება.
სესიის დაწყებამდე ფორთნოუ შეხვდა თბილისის მერს, გიგი უგულავას და სახსოვრად სამკერდე ნიშანი გადასცა, რომელზეც გრემის სიმბოლო - გრამოფონია გამოსახული, აგრეთვე იყო საუბარი საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებების გრემის ეგიდით გამართვასთან დაკავშირებით.

ნილ ფორთნოუს მუსიკალური ინდუსტრიის ვეტერანს უწოდებენ, სწორედ მის დამსახურებად ითვლება გრემის დაჯილდოების ცერემონიის ასეთი წარმატება, რომელიც 1957 წელს შეიქმნა და მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, პროდიუსერებს და ხმის რეჟისორებს აერთიანებს. ფორთნოუს დაარსებულია აკადემიის აქამდე არარსებული ციფრული მედიის და მარკეტინგის დეპარტამენტები.

ხელოვნებისა და მეცნიერების ხმის ჩამწერი ეროვნული აკადემია ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს მუსიკალურ ინდუსტრიაში.

გრემის დაჯილდოების ცერემონია მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა.

ნილ ფორთნოუს ვიზიტი საქართველოში სამი დღე გაგრძელდა.

კომენტარები