ბრიტანეთში ატომურ ელექტროსადგურთან ბანგლადეშელები დააკავეს

ბრიტანელმა სამართალდამცველებმა ინგლისის ჩრდილო-დასავლეთით სელაფილდის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს ხუთი მამაკაცი დააკავეს.  უცხოური მედიის ცნობით, წარმოშობით ბანგლადეშელი პირები მაშინ დააპატიმრეს, როცა ისინი ორშაბათს ღამით ელექტროსადგურთან ახლოს ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ. დაკავებულთა ასაკი 20-დან 30 წლამდეა. ყველა მათგანი ლონდონში ცხოვრობდა. ისინი სამართალდამცველებმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის საფუძველზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია BBC.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ბანგლადეშის მოქალაქეების დაპატიმრება არ უკავშირდება ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ყაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციას. ”ამ დროისთვის ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია აქვს თუ არა ამ ინციდენტს კავშირი პაკისტანში განვითარებულ მოვლენებთან,” განაცხადა პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

კომენტარები