ჯეისონ ბორნის მემკვიდრის ვინაობა გაირკვა. ჯერემი რენე არის მსახიობი, რომელიც ბორნის ფრენჩაიზის მეოთხე ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.
ოსკარის ნომინანტი მსახიობის მთავარ როლზე აყვანა მოულოდნელობა იყო. რეჟისორ ტონი გილროის არ სურდა, ფილმის პროტაგონისტი ცნობილი სახე ყოფილიყო. ბორნის მემკვიდრედ მას ჯოელ ეჯერტონი (”ცხოველთა სამეფო”) ესახებოდა. კინოკომპანია Universal-ს კი, პირიქით, მეორე, მესამე ეშელონის ვარსკვლავი სურდა მთავარ როლში, ისეთი, რომელიც დაბალი ჰონორარის საფასურად, ბევრ მაყურებელს მიიყვანდა კინოში. კასტინგის მთავარი ფავორიტები შაია ლებეფი და კოლინ ფარელი იყვნენ, თუმცა როლი საბოლოოდ ჯერემი რენეს ერგო.
ამერიკელი მსახიობი კარგ არჩევნად შეიძლება ჩაითვალოს. რენეს ექშენ ფილმებში არაერთი საინტერესო პერსონაჟი შეუქმნია. მას ზურგს უმაგრებს კეტრინ ბიგელოუს ოსკარის ტრიუმფატორი ფილმი ”გამნაღმველი”, ბენ აფლეკის ”ქალაქი”. წელს კი მისი მონაწილეობით ”შეუსრულებელი მისიის” მორიგი ნაწილი გამოდის.