ცხინვალში ვიზიტის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დღეს აფხაზეთს ეწვია. ის სოხუმში ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საინფორმაციო სააგენტო აპსნიპრესის ინფორმაციით, ლავროვი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟმის ე.წ. პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ვიზიტს ფარგლებში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სხვადსახვა სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განტკიცებისა და განვითარების შესახებ, იუწყება აფხაზური პრესა. ლავროვმა და ბაღაფშმა ასევე გაცვალეს ნოტები „მოქალაქეთა“ უვიზო მიმოსვლის ორმხრივი ვალდებულებების აღსრულების შესახებ.
სერგეი ლავროვმა ყვავილებით შეამკო 1992-93 წელს ომში დაღუპულთა მემორიალი სოხუმში და განაცხადა, რომ მისი ვიზიტი „აფხაზეთის საქართველოს მორიგი აგრესიისგან დაცვას ემსახურება.“ აფახეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთს „მალე სამი სახელმწიფო აღიარებს და ისინი აფრიკული სახელმწიფოები არ იქნებიან.“
ლავროვის ფხაზეთში ვიზიტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და ის „ოკუპაციის და ანექსიის პოლიტიკის გაგრძელებად“ შეაფასა. "ოკუპანტი სახელმწიფო ცდილობს მის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას შესძინოს ლეგიტიმაცია. ეს არის მცდელობა, რომელიც მათი მხრიდან წარუმატებელი დარჩება,“ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ. მან აღნიშნა, რომ ლავროვის სოხუმში ვიზიტი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ღირებულებების მიმართ „ცინიკური დამოკიდებულების“ ნიშანია. ლავროვის მხრიდან აფხაზეთშა და ცხინვალის რეგიონში ვიზიტის სეპარატისტების საქართვლოს მორიგი აგრესიის დაცვად შეფასება ასევე „ცინიზმის გამოვლენად შაფასა“
ნინო კალანდაძემ „ცინიზმის კიდევ ერთ გამოვლენად“ შეაფასა ლავროვის განცხადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „ქართული აგრესიისგან“ დაცვის შესახებ გაკეთებული განცხადებებიც. "ცინიკურია ეს განცხადება მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ საქართველო არა თუ არავის ესხმის თავს, არამედ აიღო საერთაშორისო ვადებულება ძალის არგამოყენების თაობაზე. სწორედ რუსეთი არის ის სახელმწიფო, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მოთხოვნის მიუხედავად, უარს აცხადებს ამ ტიპის განაცხადი თავად გააკეთოს,“ აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
სერგეი გუშინ ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი „სამხრეთ ოსეთს საქართველოს აგრესიისგან იცავდა იცავს და მომავალშიც დაიცავს.“