10 კითხვა გიორგი ნაკაშიძეს

როლი, რომელთანაც იდენტიფიცირება ყველაზე მეტად გაგიჭირდათ?

მოლიერის ტარტიუფი :)) 
 
თქვენი საყვარელი მხატვრული პერსონაჟი:
 
შერლოკ ჰოლმსი.
 
რა ძირითადი განსაკუთრებულობა თუ განმასხვავებელი ნიშანი აქვს ქართველ არტისტს, დასავლეთის ქვეყნების არტისტებთან შედარებით?
 
ნამდვილი არტისტის თვისებებს საზღვრები არა აქვს, მაგრამ ქართველი  არტისტები, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ენთუზიასტები არიან.
 
რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად საკუთარ თავში?
 
ენთუზიაზმს და სხვისი ტკივილისადმი თანაგრძნობას.
 
 საუკეთესო რჩევა, რომელიც მიგიღიათ:
 
ცხოვრება მოქმედებაა, უმოქმედობა – სიკვდილი!
 
თქვენზე ფილმი რომ გადაეღოთ ჰოლივუდში, ვის მოგინდებოდათ, რომ თქვენი როლი ეთამაშა?
 
შონ პენს.
 
საუკეთესო კომპლიმენტი, რომელიც მიგიღიათ?
 
კომპლიმენტი მიმიღია, მაგრამ საუკეთესოს ჯერ ველოდები :))))))
 
ვინ არის თქვენი გმირი რეალური ცხოვრებიდან?
 
ჩემი კეთილი და ძლიერი ბებია (ბაბა) ნორა.
 
რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?
 
უანგარობას და იუმორის გრძნობას. 
 
რა კითხვას დაუსვამდით საკუთარ თავს?
 
ზუსტად მაგ კითხვას – ნეტა, რა კითხვას დავუსვამდი საკუთარ თავს? :)))))) . 
 

კომენტარები